0 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

10 მილიონით გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი

ჩამოტვირთვა


თბილისის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით იზრდება - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია და უმრავლესობა ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით დღეს დილიდან დაობს. მსჯელობა თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე მიმდინარეობს. 

თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, თუმცა მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, მაგალითად, სარეკლამო და პიარ მიმართულებაზე. რის გამოც, ოპოზიცია ფულის უყაირათო ხარჯვაზე და წინა საარჩევნო ტაშ-ფანდურზე საუბრობს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საინტერესოა, რატომ ზრდიან ხარჯებს PR-ისთვის, მაშინ როდესაც ქალაქში უამრავი პრობლემა არსებობს.

„ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები გვაქვს. მაშინ, როცა უამრავი პრობლემა არის დედაქალაქში, როგორ შეიძლება რეკლამას ნახევარი მილიონი დაუმატოთ, მერიის ადმინისტრაციას 1 მილიონი დავუმატოთ, ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ და ამასობაში თანხა მოვაკლოთ ლიფტების, სახურავების, ჟოლაბების შეკეთებას, მართლა იმას, რაც თბილისელებს სჭირდება და არ დაგვავიწყდეს, ეს მიმართულება მცირდება 6 მილიონი ლარით,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით ჟღენტი აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში თანხების კლება ხდება.
„ბიუჯეტი იზრდება 10 მილიონი ლარით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს კონკრეტული თანხა მიემართებოდა თბილისელებითვის იმ მთავარ მოთხოვნებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ხორციელდება იმ მთავარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც არის თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დავით ჟღენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები