0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის გამო, ბრალი წაუყენა და სასამართლოს ქოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.

„ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი ედება იმაში, რომ სხვა პირებთან ერთად საკონსტიტუციო წესრიგი დაამხო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ." ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახური ქოჩარიანს გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა.სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ. აქციების ორგანიზატორები იყვნენ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერები, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად მაშინ რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები