0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს"

"ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირველ ინტერვიუს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.

ოპოზიცური პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქვეყანაში ხმაურიანი პროცესების დაწყებაა მოსალოდნელი.

"ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და ყველაფერი, რაც მისი აზრით, ცუდი ხდება ქვეყანაში, არის კვირიკაშვილის და იმ მინისტრების ბრალი, რომლებსაც დღეს იბარებენ პროკურატურაში, შესაბამისად ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი მეგობარი მინისტრების წინააღმდეგ,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები