2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილი: “ხორავას ქუჩის საქმეზე საზოგადოების მძაფრ რეაქციას პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა და შოთაძე გადადგა”

ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ისეთი, როგორიც იყო – ძალიან მძაფრი და სენსიტიური, რომელსაც პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა. მხედველობაში მაქვს შოთაძის გადადგომა. ჯერ არავის დაუმტკიცებია და არ ჩანს მტკიცებულებები, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, არ გააკეთა, ან პიროვნულად ჰქონდა მას რაღაც დამოკიდებულება, რასაც მე პიროვნულს გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. თუ გახსოვთ, მიტინგები ამ ფონზე როგორ ვითარდებოდა, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, ეს არის ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტუალურ თემაში” ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

ყოფილი პრემიერი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასაც შეეხო და განაცხადა, რომ კომისიას ოპოზიცია მართავს და ეს მმართველი გუნდის ხელწერაა.

“თუ გახსოვთ და ალბათ, იტყვიან დღეს ოპონენტები, რომ ამას ჩვენ მუდამ ვითხოვდით, არასდროს არ ითხოვდნენ ისეთ საკითხებზეც, სადაც არ უნდა შექმნილიყო. მაგრამ როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, გუნდი არ დაფიქრებულა, პარლამენტი არ დაფიქრებულა, მოახერხეს და ოპოზიციას გადასცეს და ეს პროცესიც არის გაგრძელება თუ გნებავთ, კაბელებისა და ტრაქტორების თემის და გაგრძელება იმ ხელწერის. სხვა ხელწერის უფლება გუნდს არ აქვს. ამ ხელწერას, ამ თამასას გუნდი ღირსეულად ინარჩუნებს, რომ ასეა

არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან. ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველას უნდა უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს დანახვების, ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია. სხვა რესურსი გუნდს არც გააჩნია და ვერც მოვიხმართ ისევ იმ მიზეზით, რომ ეკონომიკა არის ძალიან მწირი, ღარიბი და ამ ფონზე დემოკრატიული ღირებულებების წინმსწრები ასეთი დანერგვა არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში და ამას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება.

გუნდს, ხელისუფლებას რესურსი არ გააჩნია, გარდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების მაქსიმალური შეგრძნებისა საზოგადოების წინაშე. ეს პროცესები ჩვენს თვალწინ განვითარდა. მივადევნოთ თვალი და ვნახოთ, იქ პროკურატურა რამდენად ეფექტურად მოქმედებდა. იცით, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, რამდენადაც ეს თემა მოზარდებთან იყო დაკავშირებული და 40 დღეში გამოძიება უნდა დასრულებულიყო. ამან შეიძლება ხარისხზე მოახდინა ობიექტური გავლენა. იყო თუ არა სუბიექტური გადაცემები პროკურატურის – ამ თემებს საზოგადოება თვალყურს ადევნებს. რაც მოხდა დღემდე, ვთვლი, რომ ეს არის გაგრძელება იმის, რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა პოლიტიკაში, რომ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იყოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და ამას განუხრელად უნდა ასრულებდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები