2 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი-“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ ინტერვიუში შესაძლოა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელოს. დღესვე კობახიძემ მომავალ კანდიდატზე ერთგვარი მინიშნება გააკეთა და თქვა, რომ კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი;

ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა.”.,”-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის გარდა დღეს პარტიის არაერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ “ოცნების” კანდიდატი პარტიის წევრი უნდა იყო.

ამ შინაარსი განცხადებების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ “ოცნება” უპარტიო კანდიდატს ანუ სალომე ზურაბიშვილს მისი კენჭის ყრის შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს.

კობახიძის დღევანდელი მინიშნების შემდეგ კი ასევე გაჩნდა მოსაზრება, რომ ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და მისი ნდობით აღჭურვილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაასახელოს.

მაია ცქიტიშვილის შესახებ რომ გუნდში წინასწარი კონსულტაციები იყო, ამის შესახებ განცხადება გუშინ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“პირველი რადიო”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები