0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები კვირის ბოლოს დასრულდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე საუბრობს. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული კონსულტაციები კვირის ბოლომდე დასრულდება.

კობახიძის თქმით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, რა სახით მიიღებს მონაწილეობას მმართველი პარტია არჩევნებში.

„სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია რა სახით ვმონაწილეობთ არჩევნებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ივანიშვილს არ აქვს პრეზიდენტობის სურვილი.

„ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიის წარმომადგენელი, ცნობილი ადამიანი უნდა იყოს. მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა.

„რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ასევე ვმსჯელობთ ჩვენი პარტიის სახე უნდა იყოს თუ არა. ეს კონცეპტუალური საკითხია. რა თქმა უნდა, რაც უფრო ცნობადია სახე უკეთესია, თუმცა აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში.

„როგორ გითხრათ, ჯერ განხილვა არ გვქონია გუნდში კანდიდატზე. მას შემდეგ რაც გაიმართება განხილვა, ამის შემდეგ გეტყვით კონკრეტულ რამეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები