0 4 : 5 7
 | 

პოლიტიკა

"რაც „რესპუბლიკელებს“ გამოეყო, „ოცნებაში“ გადასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ივანიშვილი არ უძახის"

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, „ქართულ ოცნებაში“ გადასვლაზე ოცნებობდა.

„მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილი გამოეყო „რესპუბლიკურ პარტიას“, ჩემი პირადი დაკვირვებით, მთელი მისი ოცნება იყო „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა, რომ კვლავ დაეძახა მისთვის ბიძინა ივანიშვილს. „ოცნებაში“ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ივანიშვილი რატომღაც არ უძახის. ამიტომ, მისი ალიანსი მარგველაშვილთან იქნებოდა ძალიან უცნაური, მაგრამ არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე მოულოდნელი და არა მგონია, ეს რაიმე განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები