0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ჩემი მხარდაჭერის იმედი არავის ექნება, ვინც კრიტიკულ აზრს შეურაცხმყოფელი ფორმით ჩამოაყალიბებს" - ქუცნაშვილი

ჩემი მხარდაჭერის იმედი არავის ექნება, ვინც თავის კრიტიკულ აზრს ჩამოაყალიბებს უხამსი, შეურაცხმყოფელი ფორმით,“- ეს განცხადება დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე გააკეთა.

"არ შეიძლება პოლიტიკაში დავნერგოთ ზიზღი და ძალადობა. პოლიტიკა უნდა იყოს კონკურენციის და თანამშრომლობის მხარეს და არა არაკორექტული და უხამსი განცხადებების შეჯიბრის ასპარეზზე. ცხვრებს, უნიათოებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს რომ უწოდებ, უმაქნისებს. უავტორიტეტოებს რომ უწოდებ, ეს არის სტანდარტი? ამის ტირაჟირებას უნდა შეუწყოს ქართულმა პოლიტიკამ და ჟურნალისტიკამ ხელი. კრიტიკული აზრი კარგავს ფასს თუ ის უხამსი ფორმით არის გამოხატულ,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები