1 5 : 2 9
 | 

პოლიტიკა

თანხის მითვისების საქმეზე, პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე დაკითხეს

რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „აიპრესი" ავრცელებს.

"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას." - განუცხადეს "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში.

დადგება თუ არა ყოფილი მინისტრების პასუხიმგებლობის საკითხი, ამის შესახებ პროკურატურაში კომენტარი არ კეთდება.

"აიპრესის" ინფორმაციით, ზურაბ ალავიძის მიმართ არაა გამორიცხული შეკითხვები საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჩატარებულ ტენდერების საკითხს ეხებოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები