0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მანანა ბერიკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რომელსაც სამინისტროების რესტრუქტურიზაციის შემდეგ სტატუსი აქვს შეჩერებული,თანამდებობიდან გაათავისუფლეს. (იბერიას ექსკლუზივი ) ინფორმაციას ტელეკომპანია “იბერიას” “ახალიამბები” ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიას ყოფილმამინსიტრმა მიხეილ გიორგაძემ დაუდასტურა.

“შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემიმოადგილეები პროფესიონალები არიან, რომლებმაც აქამდეც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოჩაატარეს. ჩემთან ერთად მოადგილეების თანამდებობაზე წარდგენილნი არიან ლევანხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
თავად მანანა ბერიკაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.
“არ ვარ საქმის კურსში. ამაზე საუაბრი არ ყოფილა“, – განაცხადა სატელეფონო საუბრისასმანანა ბერიკაშვილმა “იბერიასთან“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები