1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი - ,, რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება"

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იქნება საფრთხე და რეაქციაც უკიდურესად ნეგატიური იქნება.

„მე შესანიშნავად ვიცი, როგორ მუშაობს ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, იქ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში მიღებამდე, ნატო-ს ცალკე წევრებთან ხომ შეიძლება მუშაობა ორმხრივ საფუძველზე. ეს გაკეთდა პოლონეთთან, რუმინეთთან, სადაც ახლა მიმდინარეობს აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება“, – აღნიშნა მან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები