1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ტრამპისა და პუტინის შეხვდრას აფასებს

ჩამოტვირთვა

დონალდ ტრამპი არ წავიდა დათმობებზე ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული ტერიტორები - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შეფასებისას, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ ჰელსინკის სამიტის შედეგებს მომავალი რამდენიმე თვე უჩვენებს. მისი თქმით, ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიმართ დღეს წარმოებული პოლიტიკა და აჩვენოს, რომ კრემლისთვის არ არსებობს გავლენის ექსკლუზიური ზონები; რომ თუკი რუსეთს უნდა ქვეყნის შიგნით არსებული რეჟიმის შენრჩუნება - მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს. 

სამიტზე პრეზიდენტი ტრამპი არ წავიდა დათმობაზე, როდესაც საუბარი ტერიტორიულ პრობლემებს შეეხო. ვფიქრობ, პუტინს საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული მიწების გარკვეულწილად ლეგალიზების მოლოდინი ჰქონდა. რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოსთან და შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში იმის გამო, რომ ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვიყავით. ჩვენ უნდა ვნახოთ რა მოხდება მომავალი თვეების განმავლობაში. სულ მცირე უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელსაც ვაშინგტონი აქამდე აწარმოებდა. ამერიკამ უნდა უთხრას პუტინს, რომ რომ რუსეთისთვის არ არსებობს გავლენის ექსკლუზიური ზონები და მან თავი უნდა დაანებს მეზობლებს, თუკი ქვეყნის შიგნით არსებული რეჟიმის შენარჩუნება სურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები