0 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვებას ჩვენს საზღვრებამდე უარყოფითად შევაფასებთ" - პუტინი

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დააფიქსირა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა ალიანსს გაწევრიანების გარეშე, ორმხრივ ფორმატშიც შეუძლია.

„გადაწყვეტილებები ნატოში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსის შედეგად მიიღება, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიღებამდე წევრ ქვეყნებთან შესაძლებელია ორმხრივი თანამშრომლობაც, როგორც ეს პოლონეთთან და რუმინეთთან მოხდა და სადაც ახლაც შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტებია განთავსებული. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვებას ჩვენს საზღვრებამდე ჩვენ რა თქმა უნდა უარყოფითად შევაფასებთ,”- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები