1 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა - გაუქმდა იტალიიის პრეზიდენტის მიღების საზეიმო ღონისძიებები

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ტყიბულის შახტაში მაღაროელების დაღუპვის გამო ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ამ უმძიმეს წუთებში უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაუქმდა იტალიიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები