1 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - ,,მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ"

"სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას," -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბახტაძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები