0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, - აღნიშნულ განცხადება დღეს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

“მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - განაცხადა თალაკვაძემ. 

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები