1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, შეურაცხმყოფელია"

„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძის თანამდებობებიდან წასვლას.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან, რომ საზოგადოებას წასვლის მიზეზები განუმარტონ. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერი და რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ყოფილ პრემიერთან მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო. იმიტომ, რომ გარკვეული განჭვრეტადობა, გარკვეული მოლოდინის შემქნა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ეს არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ასე, რომ ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა და მთავრობის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები