0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

13 ათას პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა - გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებში, ხელფასების ზრდა გაგრძელდება. განცხადება გახარიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, 1 ივლისიდან ხელფასი 13 ათას პოლიციელს გაეზარდა და  ტენდენცია გაგრძელდება.

„ჩვენ უკვე მოვახერხეთ და 13 ათას პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა სისტემაშიც, სხვა დანაყოფებს ვგულისხმობ,“-განცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.  

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს და ევროპოლის პარტნიორობას. გახარიამ ასევე ისაუბრა ატაშეების ინსტიტუტზე და თქვა, რომ სისტემა კარგად მუშაობს.

მისი თქმით, კითხვები, რომელიც არსებობდა უვიზო მიმოსვლასთან მიმართებაში, უკვე პასუხგაცემულია.

გახარიამ შს სამინისტროს დეპოლიტიზირების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 „კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეფექტური და პოლიტიკურად თავისუფალი შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ ის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეუქმნის საშუალებას გამოწვევების მაგივრად შესაძლებლობების ქვეყანაში იცხოვროს,“-განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები