1 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე:" თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან აღარავინ არის დაცული"

ფონდ "იავნანაში" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე  პაატა ბურჭულაძეს კითხავდნენ.

როგორც ბურჭულაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.

„ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ,რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ ასებობს. ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს,რაც ძალიან სამწუხაროა. წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ - გააგრძელონ. თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, იმიტომ რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ",- განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები