1 3 : 3 3
 | 

პოლიტიკა

“საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ეს ქვეყნები ნატოსთვის” – გრიბაუსკაიტე

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა და მინისტრებმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ თავად ის ფაქტი, რომ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები ესწრებიან საბჭოს სხდომას და  ხვდებიან ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ლიდერები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

“საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ეს ქვეყნები ნატოსთვის. რა თქმა უნდა, განვიხილავთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს და სამომავლო კავშირებს, რომელიც უფრო მჭიდრო უნდა გახდეს,”-განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.

ბელგიის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ატლანტიკური საბჭოს წევრი ბევრი ქვეყანა ცალსახად აფიქსირებს საქართველოს ნატო ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას.

დაახლოებით ნახევარ საათში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაგრძელდება ავღანეთის მტკიცე მისიის საკითხზე მსჯელობით. ამ შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სხდომაზე იქნება როგორც საქართველოს პრეზიდენტი ასევე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები