2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

„ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჩემი პირველი შეხვედრა. ჩვენ მოგვეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მთელი პროგრამის მიმოხილვის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ ახალი მთავრობის ფორმირებაზე და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე. შევეხეთ ასევე ევროკავშირის დახმარებას, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს. უსაფრთხოების მიმართულებითაც ვიწყებთ პროგრამების განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია სამთავრობო გეგმების განხორციელებისთვისაც“-აცხადებს იანოშ ჰერმანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები