2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საპროკურორო საბჭო არის მთლიანად მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ,“ - კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა

საპროკურორო საბჭოს სხდომას, სადაც მთავარი პროკურატურის კანდიდატურებს უნდა უყარონ კენჭი, არ დაესწრება საბჭოს წევრი „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე.

კახიძე ამბობს, რომ საბჭოს სხდომა გამჭვირვალე არ არის, რის გამოც ის არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, სადაც დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის კი არ არის დაკმაყოფილებული.

„ხელისუფლება არ არის მზად, რომ არათუ შეარჩიოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი მთავარ პროკურორად, არამედ ის, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ჩატარებულიყო ეს გასაუბრება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს ამ პროცესში მონაწილეობის. ეს არ არის ჩემი პროტესტი, ეს არის ჩემი დამოკიდებულების მაჩვენებელი, რომ ამ სხდომაში, რომელიც არ იქნება გამჭვირვალე ამ მინიმალურ სტანდარტსაც ვერ პასუხობს მე მონაწილეობას არ მივიღებ.  ეს საპროკურორო საბჭო არის მთლიანად მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ“-აცხადებს კახიანი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შალვა შავგულიძემ. შავგულიძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მხარს „ევროპული საქართველო“ უჭერდა.

დღევანდელ სხდომაზე კანდიდატებმა საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ. სამიდან ერთ კანდიდატს საბჭო შეარჩევს, რომელიც ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები