1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში დედალი სირაქლემით მისვლას გეგმავს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში 13 ივლისს დედალი სირაქლემით მისვლას გეგმავს.

ამის შესახებ „გირჩმა“ დღეს ზოოპარკის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა.  ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ზოოპარკს სთხოვენ, 13 ივლისს რამდენიმე საათით დედალი სირაქლემა ათხოვონ. ჯაფარიძის თქმით, სირაქლემა ნათლად გამოხატავს სასამართლოს პოზიციას, რომლებიც მისი შეფასებით, რეალობას ვერ ხედავენ.

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად. გთხოვთ, 13 ივლისს ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა, რომლის ტრანსპორტირებასაც ვუზრუნველყოფთ ჩვენ“, – წერია წერილში, რომელსაც „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აწერს ხელს.

ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.  შსს „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც 

პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები