2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არ ვიქნები ახალ მთავრობაში - სოზარ სუბარი

არ ვიქნები ახალ მთავრობაში - ეს განცხადება, სოზარ სუბარმა გააკეთა. დევნილთა მინისტრის თქმით, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, მისი უწყების ფუნქციების დელეგირება სხვადასხვა სამინისტროზე ადეკვატურად მოხდება. 

კითხვაზე სად მიდის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ სუბარი აცხადებს: "ამაზე ისტორიული პასუხი არსებობს და მე ვირჩევ ლევან გაჩეჩილაძის პასუხს."

მისივე განცხადებით, არსებულ ვითარებაში მცირე მთავრობის შექმნა აუცილებელი და საჭიროა.

სოზარ სუბარი არც იმას აკონკრეტებს რჩება თუ არა პარტია "ქართული ოცნების" გუნდში.

"ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ" - აცხადებს სოზარ სუბარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები