1 1 : 4 9
 | 

პოლიტიკა

,,დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით"

საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

„გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები