1 3 : 3 1
 | 

პოლიტიკა

„პრემიერის პოსტზე წარმოდგენილი არის ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია წარუმატებლობები"

პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურასა და მის წარმოდგენილ პროგრამას უარყოფითად აფასებს „ევროპული საქართველო.“

უკვე ცნობილია, რომ არც პრემიერობის კანდიდატს, არც დროებით მთავრობასა და არც ახალ მთავრობას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.

„პრემიერის პოსტზე წარმოდგენილი არის ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია წარუმატებლობები, როგორც საქართველოს რკინიგზაში, ასევე საქართველოს მთავრობაში და ეკონომიკურ ბლოკში. გარდა ამისა, ძალოვანი უწყების მინისტრებად წარმოდგენილი ჰყავს ადამიანები, რომელთა მიმართაც მთავარი უკმაყოფილება და პროტესტი იყო საზოგადოების მხრიდან ეს არის წულუკიანი და გახარია,“ - აცხადებს რატიანი.

პარლამენტი სამკვირიან მთავრობას ამტკიცებს. ამ წუთებში ქუთაისში რიგგარეშე სხდომა იწყება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატების წინაშე დროებითი მთავრობის შემადგლობასთან ერთად წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

მთავრობა, რომელსაც დღეს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, რეკორდულად მცირე ხნის განმავლობაში 2 კვირაში შეიცვლება და შემდეგ დეპუტატებმა კიდევ ერთი ახალი მთვარობა უნდა დაამტკიცონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები