0 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ცვლილებები საჭიროა, რადგან საზოგადოებაში მოთხოვნაა"

ჩამოტვირთვა

„ცვლილებები საჭიროა, ამას ალბათ ის სიტუაცია გვაჩვენებს, რაც ქვეყანაშია,“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან გააკეთა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა სამთავრობო ცვლილებებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ, თუმცა სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„საჭიროა, რადგან მოთხოვნაა საზოგადოებაში, ამხელა პროტესტია,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები