1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კონკრეტულად დასახელდეს რომელი ფრაზა იყო ის, რომელიც მან ჩათვალა, რომ იყო შეურაცხმყოფელი" - ბესელია სარალიძეს საქმეს ურჩევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.  ბესელია სარალიძის იმ განცხადებას ეხმაურება, როდესაც დავით სარალიძის მამამ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა.

„მე, პირველ რიგში, ვერ გავიგე მიზეზი, თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი  არ არის, ვერ გავიგე, რა იყო ამ განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს თქვენს ეთერში იყო ჩემი ჩართვა ბატონ სარალიძესთანერთად, სად, რომელი ფრაზა იყო ის, რომელიც მან ჩათვალა, რომ იყო შეურაცხმყოფელი. მე ვითხოვ, რომ ეს დაკონკრეტდეს, სხვაგვარად, აბსურდამდე მივალთ ასე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას უნდობლობა გამოუცხადა და საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილება მოითხოვა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები