29 აპრილს ვიკრიბებდით ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინ...
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
|
ეს სასამართლოა, აქ შოუს ნუ აწყობთ – ასე მიმართა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა პირველი არხის ჟურნალისტს, რომელმაც სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო მოსმენის შემდეგ გალპერინს რამდენიმე კითხვით მიმართა.
როგორც შეიძლება ადამიანის წამების ამსახველი ვიდეოს ან გორის ცენტრში აფეთქების კადრების გაყალბება – აღნიშნული კითხვები მიხეილ გალპერინმა უპასუხოდ დატოვა.
მანამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მთელი სხდომის განმავლობაში ცდილობდნენ, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა დაერწმუნებინათ, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალები, რადარებისა და სეისმური სადგურების ჩანაწერები, “ყალბი” იყო.
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ქართულ მედიასთან მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა – „დღეს ყველაფერი თავად გაიგეთ. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე რუსეთის ხელისუფლების ადვოკატი ვარ. ვფიქრობ, კოლეგებსაც საქართველოში იგივე პოზიცია აქვთ“, – განაცხადა მიხეილ გალპერინმა.
დღეს გამართულ ბოლო მოსმენაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებასა და საქართველოს მტკიცებულებებზე, ასევე რუსეთის პასუხებსა და არგუმენტებზე ისაუბრა.
„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული. როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
1tv.ge
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
“ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გ...
“ოცნების” პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო.კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “...
“ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენ...
“დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამო...
"ხომ ვთქვი მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, ეს კანონი ტ*აკში უნდა გავუკეთოთ, ბოდიში ყველასთან.. ან ქართველები ვართ ან მონები ვართ, არ ვართ მოენები! რა მ...
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატ...
პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერში დააანონსა. "ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დილის 10-საათზე"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას...
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებს ეხმაურება და ფაქტს გმობს: "ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენ...
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ვერ მიიღო ანსამბლმა "ფესვები”, რადგან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს ისინი გზიდა...
მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელო...
რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმა...
მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თ...
ᲛᲔ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲘᲗᲥᲕᲐᲛᲡ ᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ, ᲗᲣ ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲨᲘ. ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲒᲘᲕᲔ, ᲠᲐᲡᲐᲪ ᲐᲓᲠᲔ ᲕᲐᲛᲑᲝᲑᲓᲘ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲬᲠᲔᲔᲑᲘᲓᲐᲜ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲛᲜᲐᲗᲚᲝᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲐᲓ, ᲐᲗᲔᲘᲡᲢᲐᲓ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარაში პასუხისგებაში მიეცა ორი პი...
ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს. ინფორმაციას გოგონას მამა ადასტურებს. „პოლიციამ ახლახანს მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და ...
აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ შეძლო სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელი...
"მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგიდით წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ არის ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის...
1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი. ირ...
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საკუთარი სახლიდან ხატიაშვილების ხუთსულიან ოჯახს ასახლებენ.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.დაკავებულია ოჯახის მხარდასაჭერად მისული ირაკლი კაკაბაძე. "ზამთარში ადამიანების გამოსა...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები