0 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„უკვე იესო ქრისტეს დაუწყეს ქილიკი და წმინდანებს პრეზერვატივზე ახატავენ...ესეც დირექტივებია – გასაგებია საიდანაც"

ვიდრე ლუსტრაცია არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, არანაირი დამოუკიდებლები არ ვიქნებით. თუ თქვენ არ გინდათ გამოხვიდეთ ინიციატივით, მე გამოვალ და მხარი დამიჭირეთ,“ – ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატამა ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს.

კვიციანმა ცილისმწამებლური უწოდა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტეტების დევნა – პატრიარქის, მღვდელმთავრების და ა.შ

.„უკვე იესო ქრისტეს დაუწყეს ქილიკი და წმინდანებს პრეზერვატივზე ახატავენ. ჩვენ კი ვალდებულებს გვხდიან, რომ პასუხი არ გავცეთ, მითუმეტეს, რომ უმრავლესობაში უმრავლესობა მართლმადიდებელები ხართ და ჩვენც, ვინც ოპოზიციაში ვიმყოფებით. რატომ უნდა გვიბედავდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ეტყობა ესეც დირექტივებია – გასაგებია საიდანაც,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები