0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა", - გიორგი კაპანაძე მარგველაშვილზე

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მან რუსეთის ლიდერთან შეხვედრა და დალაპარაკება ინატრა.

"პრეზიდენტი მარგველაშვილი ამბობს რომ ნატრობს იმ დროს, როცა პუტინს დაელაპარაკება.

დეოკუპაციას კი არ ნატრობს, 

სიღარიბის დამარცხებას კი არ ნატრობს, 

ქვეყნის გაერთიანებას კი არ ნატრობს, 

ნატოსა და ევროკავშირში შესვლას კი არ ნატრობს, 

პუტინს, ამ განვითარებისა და ცივილიზაციის მტერს რომ დაელაპარაკოს, იმას ნატრობს და იმაზე ოცნებობს.

"სტოკჰოლმის სინდრომი" (სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს) შეეყარა", - წერს გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები