0 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შეხვედრის მორიგი რაუნდი გახარიასთან - "ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის ორგანიზატორები კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ელიან

შეხვედრის მორიგი რაუნდი გიორგი გახარიასთან-შსს-ში მესამე სექტორის წარმომადგენლები და თეთრი ხმაურის მოძრაობის ლიდერები მივიდნენ. დღეს ისინი შს მინისტრისგან პასუხს ელოდებიან, თუ ვინ დაგეგმა 12 მაისის სპეცოპერაცია და რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიყენეს.

„სწორედ იმ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომელიც სპეცოპერაციის ჩატარებას მოჰყვა. ბუნებრივია, ამ შეხვედრიდან რა შედეგებს გამოვიტანთ, ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, თუ შემდეგი ნაბიჯები რა უნდა იყოს ჩვენი. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ სერიოზული არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა საჭირო იყო შეიარაღებული სპეცრაზმის შევარდნა კლუბებში მაშინ, როცა კლუბები მუშაობდნენ და იქ იმყოფებოდა ხალხი,“ - განაცხადა კავშირი საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ.

დღევანდელ შეხვედრას, მინისტრი გახარიას გარდა, დაესწრებიან მისი მოადგილე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა 12 მაისის სპეცოპერაციას.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები