0 4 : 5 0
 | 

პოლიტიკა

"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა ეს არასწორი ინტერპრეტაციაა"

ჩამოტვირთვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპონენტების მიერ გაკეთებულ იმ შეფასებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ჩატარდა. 

კახა კალაძე ამბობს, რომ განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და ხდება მომხდარის არასწორი ინტერპრეტაცია. 

მისი თქმით, არასწორია იმაზე საუბარი, რომ ნარკორეალიზატორების დასაკავებლად სპეცოპერაცია ღამის კლუბებში ბერა ივანიშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაიგეგმა.

დედაქალაქის მერი ნარკოპოლიტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ორი დღის წინ საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, მოსახლეობა იმაში, თუ რა განსხვავებაა ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებებს შორის. ჩვენთვის, ყველასთვის, მთავარი ღირებულება ეს არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე.

აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო იმისა, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია თითოეული  ჩვენგანისთვის. თუ აუცილებლობა იქნა ჩავერთვები, თუმცა არ მგონია იყოს ამის საჭიროება. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება და შემდეგ დღეებში გაგრძელდება.

სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა ეს არასწორი ინტერპრეტაციაა თქვენი მხრიდან, თქვენ შეგიძლიათ უამრავი მასალა მოიპოვოთ ამაზე. ჩემს გამოსვლაში იყო საუბარი ამაზე, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს“- აცხადებს კალაძე.

​​

კომენტარები

მსგავსი სიახლეები