2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ.

„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული შეხვედრა იყო. ესენი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი, თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, მაგრამ ძალიან მეომრული შემართებით. მთელი დღე გუშინ პრაქტიკულად მათთან გავატარე. ახლა მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან.  მინდა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია და ამით გამოვხატოთ მათდამი მადლიერება. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველა მათგანს მივულოცო ეს დღე, რომელიც მათთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები