1 5 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ”

”ნამცხვრები არ მიყვარს. მაგრამ ჩაის და ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვამ. ან ჯემი ან ტაფლი უნდა მივაყოლო ან შაქარი. ვცდილობ ყავისფერი შაქარი გამოვიყენო, რადგან ამბობენ რომ უკეთესია. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ე.წ. შაქრის გადასახადი და სხვა რეგულაციები”, – ამ კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში აკეთებს. ჟურნალისტის კითხვაზე,  – ხალხს ძალიან უჭირს და ყავისფერ შაქარს როგორ იყიდის, რომელიც საკმაოდ ძვირია? – გუგული მაღრაძე პასუხობს.

“თუ უჭირთ უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია ნუ დალევენ შაქრიანს”, – ამბობს მაღრაძე.

წყარო – ჟურნალი სარკე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები