0 7 : 0 7
 | 

პოლიტიკა

,,არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს"

ჩამოტვირთვა

ყველა დეპუტატი უნდა შეეგუოს იმას, რომ ძველი ტიპის უმრავლესობა ვეღარ იქნება-ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს იმ დეპუტატებს, რომლებიც განცხადებებს მისი სახელით აკეთებენ, რომ მსგავსი ქმედება შეწყვიტონ. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არანაირი დაჯგუფებები პარლამენტში არ არსებობს.

„რეალობიდან გამომდინარე და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია მოლოდინები ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული და იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. კატეგორიულად გამოვრიცხავ დაშლას უმრავლესობის. ეს არის პროცესი, რომელიც ნუ სასურველია ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს ხოლმე გარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,რომ  არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისასრომ ნუ გააკეთებენ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაჯგუფებებთან დაკავშირებით განცხადებები, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებულმა უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა. მათვე არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა მმართველი გუნდი დაიშალოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები