0 5 : 1 5
 | 

პოლიტიკა

ეკა ბესელია ქორიძის შეწყალებასთან კავშირს უარყოფს

ჩამოტვირთვა

„პრეზიდენტი ვის შეიწყალებს და ვის არა, წერილზე არ არის დამოკიდებული, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, ის არ არის პასუხისმგებელი დიდი ოდენობით სუბუტექსის შემომტანი მსჯავრდებულის, ირაკლი ქორიძის შეწყალების საქმეზე.

ბესელია ამბობს, რომ პროცედურის მიხედვით პარლამენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გზავნის წერილებს, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, შესაბამისად, მისი თქმით, ამ საკითხზე განმარტებები პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.

„ის თავად იღებს გადაწყევტილებას კომისიის გავლით. ასეთი წერილები დღესაც იგზავნება და მომავალშიც უამრავი გაიგზავნება, რადგან პარლამენტი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას ავტომატურად უგზავნის პრეზიდენტს და პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რატომ იღებს ინდივიდუალური პირის მიმართ ასეთ თუ ისეთ გადაწყვეტილებას, ამაზე უნდა ისაუბროს გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა,“-აცხადებს ბესელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები