1 9 : 2 0
 | 

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

ჩამოტვირთვა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გუდაურში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია.

მინისტრის თქმით, ამ დროისათვის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. სერგეენკოს განცხადებით, ერთი მათგანი, შვედეთის მოქალაქე ორსულად არის, ხოლო მეორეს, უკრაინის მოქალაქეს, თავის ტრავმა აქვს მიღებული.

„გადაუდებელი დახმარების კლინიკაში იმყოფება შვიდი პაციენტი. საბედნიეროდ არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე, ორი არის საყურადღებო. ერთი არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აქვს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა, თუმცა მას რაიმე დამატებითი ინტენსიური თერაპია არ სჭირდება.

მეორე საყურადღებოა შვედეთის მოქალაქე, საყურადღებოა იმიტომ, რომ ეს ქალბატონი ორსულია და აქვს წელის ტკივილი სადაც საუკეთესო სერვისს მიიღებს გადავიყვანთ იქ. რაც შეეხება სხვებს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკა სრულად არის აღჭურვილი და მომზადებული ასეთი პაციენტების მართვაში, ამიტომ გარწმუნებთ არცერთი მათგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები