2 2 : 5 7
 | 

პოლიტიკა

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას მარტის ბოლოს დატოვებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი თანამდებობას მარტის ბოლოს დატოვებს. ელჩი გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს. 

როგორც იან კელიმ თქვა, ის დიპლომატიაში 33-წლიან მუშაობას ასრულებს, საიდანაც ბოლო სამი წელი საქართველოში გაატარა. მისი თქმით, მარტის ბოლოს საქართველოდან ჩიკაგოში გაემგზავრება ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. როგორც კელიმ თქვა, ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებით დაკავდება. 

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2015 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ იან კელისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ ის საქმიანობას შეუდგა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები