1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,პრემიერმინისტრის თანხმობის გარეშე მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა"

ჩამოტვირთვა

ივანიშვილი საქართველოს რუხი კარდინალია და მის გარეშე ჩემი გატაცების საკითხი არ გადაწყდებოდა-აფგან მუხთარლის სკანდალური იუნტერვიუ კურიერს. აზრებაიჯანელი ჟურნალისტი, რომელმაც საპატიმრო ოჯახური მდგომარეობის გამო 2 დღით დატოვა, აცხადებს, რომ ის საქართველოში ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნეს პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა.

მუხთარლის ინფორმაციით, ალიევი საქართველოში სასტუმროების ქსელისა და ავიაკომპანიის მფლობელია, მისი პარტნიორი კი, სწორედ ბიძინა ივანიშვილია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამ ბიზნესების შესახებ ცდილობდა ქვეყანაში ინფორმაციის მოპოვებას.

"საქართველოში ყოფნის პერიოდში ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი. საქართველოში მას აქვს დიდი ბიზნესი ტურისტულ სფეროში, ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია "სილქ ვეი" და ორგანიზაცია "სილქ ვეი საქართველო". საქართველოში მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ბიზნეს პარტნიორობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს მიერ დაწყებული გამოძიების გამო," - ყვება მუხთარლი. 

მუხთარლი ამბობს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩამულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი გატაცების ბრძანება კი, პირადად პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა.

მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელით ევროსასამართლოს მიმართავს.

"ჩემი გატაცების საქმეში პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები, ასევე კრიმინალური პოლიცია იყო ჩართული. ვფიქრობ, ეს ილხამ ალიევის სურვილით მოხდა. საქართველოში, სასამართლო პროცესების გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კანონიერი გზებით კი არ გადამცეს აზერბაიჯანს, არამედ ჩემი უკანონო გატაცება მოახდინა. პრემიერმინისტრის თანხმობის გარეშე მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა. პირებს, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ისინი ამ უწყების წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი ქართველი იყო და არცერთი აზერბაიჯანელი.

"ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს ეკისრებათ. კერძოდ კი, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებს. იძულებული ვარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში გავაგრძელო. კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე," - ამბობს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები