1 8 : 0 9
 | 

პოლიტიკა

საბერძნეთი და საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას. განხილულ იქნა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პროკოპის პავლოპულოსის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტურობის სასარგებლოდ. ბერძნულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობას, განხილული იქნა აბრეშუმის გზის პერსპექტივები და ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის ევროპული ქვეყნებისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას საბერძნეთის მხრიდან გამოვლენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საბერძნეთმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა. 

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის განახლება. ხაზი გაესვა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანია ძლიერი დიასპორის როლი და აუცილებელია დიასპორების საქმიანობისთვის ხელშეწყობა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:22

    ,,ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული...

    "ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, პროე...

  • 14:50

    ,, "პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს ა...

    "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სრულად ეთ...

  • 14:02

    ლიტვის ახალი დასახელება ლიეტუვა იქნება - გიორგი კ...

    "საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს," - აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ...

  • 12:48

    ქუმსიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება...

    სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებას, მინისტრები ეხმაურებიან. საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგან ქმედითი და სწრ...

  • 17:29

    კარასინი ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების ამოცლაზ...

    "მე არ ვარ ანატომი, არ შემიძლია ამ თემებზე მსჯელობა“ - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუ...

  • 13:02

    მაიკ პომპეო - ,,საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ში...

    აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სახელმწიფოს მდივანს, მაიკ პომპეოს მოუსმინეს.სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კითხვებს უპასუხა. კონგრესმენების კითხვები საქართველოს საკითხსაც...

  • 12:44

    საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა...

    საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების აქტი. დღეს გიორგი მარგველ...