0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ" - გოცირიძე ლორა თორნთონის განცხადებას ეხმაურება

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის კომენტარი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც ვერ იპოვის, სიმბოლური გამოთქმა იყო და პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ - ასე აფასებს ლორა თორნთონის განცხადებას "ენმ"-ს ერთ ერთი ლიდერი რომან გოცირიძე:

"არც ამერიკაში და არც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ უკრძალავს ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმას. ჩვეულებრივ კომენტარზე ასეთი რეაქცია უმრავლესობის მხრიდან ნიშნავს, რომ ისინი საერთაშორისო საკითხებს შიდა სტანდარტებით უყურებენ.

 "ქართული ოცნება" ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ებრძვის, დაწყებული პრეზიდენტის განსხვავებული აზრიდან, დამთავრებული ოპოზიციის. ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან ასეთ ოფიციალურ განცხადებას მოსდევს ქვეყნის მმართველი პარტიის იმიჯის შელახვა",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები