0 8 : 0 0
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ლიტველ კოლეგას საულიუს სკვერნელისს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. 
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტვის პრემიერის ვიზიტის დატვირთვას გაუსვა ხაზი. 

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რამდენადაც ჩვენ აღვნიშნავთ რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერმა. 

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია", - აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:22

    ,,ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული...

    "ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, პროე...

  • 14:50

    ,, "პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს ა...

    "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სრულად ეთ...

  • 14:02

    ლიტვის ახალი დასახელება ლიეტუვა იქნება - გიორგი კ...

    "საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს," - აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ...

  • 12:48

    ქუმსიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება...

    სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებას, მინისტრები ეხმაურებიან. საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგან ქმედითი და სწრ...

  • 17:29

    კარასინი ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების ამოცლაზ...

    "მე არ ვარ ანატომი, არ შემიძლია ამ თემებზე მსჯელობა“ - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუ...

  • 13:02

    მაიკ პომპეო - ,,საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ში...

    აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სახელმწიფოს მდივანს, მაიკ პომპეოს მოუსმინეს.სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კითხვებს უპასუხა. კონგრესმენების კითხვები საქართველოს საკითხსაც...

  • 12:44

    საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა...

    საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების აქტი. დღეს გიორგი მარგველ...