პოლიტიკა
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - NDI-ს კვლევა
2018-01-18 11:57:39
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 27%;
არც ერთი პარტია - 24%;
არ ვიცი - 15%;
უარი პასუხზე - 13%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – 10%;
„ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა - 7%.
საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.
კომენტარები