2 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ქართული სასამართლოს მიერ ჩემ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სრულიად უკანონოა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

„ქართული სასამართლოს განაჩენი, რომელიც გაზპრომის უმსხვილესი აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ არის, ჩემთან მიმართებით სრულიად უკანონოა და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ეროვნულ ნორმასა და ჯანსაღ აზრს. პრეზიდენტის გასამართლება იმის გამო, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა, ამ პროცესის პოლიტიზებულობაზემიანიშნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ ვერანაირი კომპრომატი ვერ მოიპოვა, ვერც კორუფციისა და ვერც სხვა სახის სამართალდარღვევის,“- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს განაჩენი და ასევე კიევში პარალელურად მიმდინარე პროცესები იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მთავრობები ჩემ წინააღმდეგ კოორდინირებულად მუშაობენ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები