1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის სახლთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან კიევში, მის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. 

„რამდენიმე სამართალდამცველი დაშავებულია. პოლიციის მანქანის მინა დამსხვრეულია. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ქალმა გააკეთა ეს“, - განაცხადა შს სამინისტროს წარმომადგენელმა. 

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის აქტივისტები ხელს უშლიან საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას. 

„ადგილზე საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველია მობილიზებული, რათა წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - დასძინა მან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები