1 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისის მერიას საახალწლო განათებები 3 მილიონი ლარი დაუჯდება

   თბილისი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. მთელი ღამის განმავლობაში დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობდა. 

   ახალი ილუმინაციები თბილისის მერიამ იტალიიდან ჩამოიტანა და ის ბიუჯეტს 3 მილიონი ლარი დაუჯდა.საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, თბილისის ცენტრში ღამის საათებში მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.   

  გუშინ უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე და კოსტავას გამზირი, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო "რუსთაველამდე".შეზღუდვები ღამის 12-დან დილის 7-მდე მომდევნო 4 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

   „დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნა დახარჯული საახალწლო განათებების შესყიდვებისთვის. სამწუხაროდ, თბილისის ყველა რაიონი, ყველა ქუჩა, ყველა უბანი ვერ იქნება მორთული, ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა, რაც გაგვაჩნია, იქნება გემოვნებით გაკეთებული,“ - განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები