2 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გარემოს დაცვის სამინისტრო შესაძლოა, კვლავ ცალკე უწყებად დარჩეს

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა, აღარ გაერთიანდეს და გარემოს დაცვა კვლავ ცალკე უწყებად დარჩეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გარემოს დაცვის სამინიტროს გაუქმების წინააღმდეგია, შესაძლოა, გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღარ შეუერთდეს.

რაც შეეხება წიაღისეულის მიმართულებას, შესაძლოა, ეს ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეს.

იმ შემთხვევაში, თუკი გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩება, მთავრობას მინისტრის წარდგენა მოუწევს.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები