0 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი ბოიკოტის რეჟიმზე გადადის

ჩამოტვირთვა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები საერთო სასამართლოებში მიმდინარე ყველა პროცესს ჩამოშორდებიან. ადვოკატების თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლიტიკური პატიმარია და მათივე განმარტებით, ისინი ქართული მართლმსაჯულების მასკარადში მონაწილეობას აღარ გეგმავენ.

მერაბიშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა. მისი ინტერსები შესაძლოა სახაზინო ადვოკატმა დაიცავს.

„სტრასბურგის დიდი პალატის მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ დადგენილი იქნა მე-18 მუხლის დარღვევა. ის არის აღიარებული პოლიტპატიმარი, შესაბამისად, ამ დარღვევებში მონაწილეობდა ხელისუფლება, პროკურატურა, სასამართლო, ჩვენ მათ მიმართ ნდობის მანდატი აღარ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და უნდობლობას ვუცხადებთ ქართულ მართლმსაჯულებას. როგორ შეიძლება ჩვენ გავიდეთ იმ პროცესებზე, რომლებმაც მოახერხეს მის მიმართ ამდენი დარღვევა,“ - განცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.  

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მოსამართლეთა სექციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ევროპელი მოსამართლეები საბოლოოდ ადასტურებენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები