1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძე: იურიდიულად უფრო სწორია თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იურიდიულად უფრო სწორია თუ პრეზიდენტს არა საარჩევნო კოლეგია, არამედ პარლამენტი აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

"საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში რამდენიმე დამატებითი საკითხი დაისვა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აკადემიურ წრეებთან იყო განხილული, სწორედ პრეზიდენტის არჩევის საკითხი იყო. რაც შეეხება ცვლილებების დამატებას, ბუნებრივია, ამაზე პარლამენტში პრინციპული პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. გუშინ მხოლოდ განხილვა შედგა და ელემენტარულ განხილვას აბსოლუტურად არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა, რაც არასწორია. განხილვა შედგება. გადასაწყვეტია, თუ რა ტიპის ცვლილებები შევა კონსტიტუციაში. როცა ეს საკითხი კომისიაში დაისვა, ეს მოდელი მარტივი მიზეზების გამო უარყოფითად შევაფასე. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ადმინისტრაციული დონის არჩევნებია. შესაბამისად, პრინციპულად მაინც და მაინც სწორი არ არის ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის", – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება. მათ შორის 150 პარლამენტის წევრია, ხოლო დანარჩენი 150 თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების განხილვის ფარგლებში გუშინ ბოლო შეხვედრა გამართა.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები